ავტორიზაცია

"იუვენტუსს ინტერთან ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია", - კიეზა

"იუვენტუსს ინტერთან ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია", - კიეზა
თარიღი 29 დეკ 2021, 13:24

Repubblica-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ფედერიკო კიეზამ ისაუბრა ოპონენტებისადმი დამოკიდებულებაზე, ასევე, "იუვეს" პოზიციაზე სატურნირო ცხრილში.

"აქ ჩამოვედი რომელიმე ტურნირის მოგების ფიქრით. ახლა სუპერთასზე ვხვდებით ინტერს, შემდეგ იტალიის თასზე გვაქვს სათამაშო. რაც შეეხება ჩემპიონატს, ვნახოთ.

ჩვენ კი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ვართ. ჩვენ ბრძოლას არ გამოვტოვებთ. ინტერი მიუღწეველია? რაღაცას სწორად აკეთებენ, კარგად აკეთებენ და აქვთ შესაბამისი შედეგი.

ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და დაველოდოთ მოწინააღმდეგეების შეცდომებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე", - თქვა კიეზამ.

"იუვენტუსისთვის დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება შეცდომა იქნება", - იტალიელი ჟურნალისტი