რუსული კლუბი აზაროვის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს ჩამოდის - ირაკლის სხვა მსურველიც ჰყავს
"კრასნოდარი" ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მარცხენა მცველით, ირაკლი აზაროვით საკმაოდ აქტიურად არის დაინტერესებული.
ჟურნალისტ ივან კარპოვის თქმით, "ხარებმა" 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერისთვის 2 მილიონი ევრო გაამზადეს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ტრაბზონსპორიც" იჩენს.
"კრასნოდარის" ინტერესი უკვე აგვისტოში იყო ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზაროვი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და საუკეთესო მცველად აღიარეს.
ირაკლიმ საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა. ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში მან 42 თამაშში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.