კოუტინიოს ბარსელონადან წასვლა პრაქტიკულად დადასტურებულია - 4 მსურველი უკვე გამოჩნდა
ფილიპე კოუტინიოს ესმის, რომ დიდი ალბათობით "ბარსელონას" დატოვება მოუწევს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ბრაზილიელმა იცის, რომ გუნდში მისი პოზიცია ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს.
ამიტომ, ის ეთანხმება იმ ფაქტს, რომ მოუწევს "ბარსას" დატოვება. კოუტინიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნა სურს და ამისთვის მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.
როდესაც მან ნახა, რომ გავი და ნიკო გონსალესი "ბარსას" სამწვრთნელო შტაბში ბევრად მეტ ნდობას იძენენ, მიხვდა, რომ კლუბი მას მხოლოდ სარეზერვო მოთამაშედ განიხილავდა.
კოუტინიომ აგენტებს სთხოვა ახალი კლუბის ძებნა. ფილიპეს "ბარსადან" ზამთარში წასვლა სურს. მოთამაშის აგენტი ეძებს გუნდს, რომელსაც შეუძლია შეესაბამებოდეს კოუტინიოს ხელფასს "ბარსაში".
"ნიუკასლი" ერთ-ერთი პირველია, ვინც ფილიპეს მიმართ ინტერესი გამოავლინა, მაგრამ ნახევარმცველმა ნათლად განაცხადა, რომ ამ კლუბში გადასვლას არ აპირებს.
ახლა ფეხბურთელის აგენტები ურთიერთობენ "არსენალთან", "ტოტენჰემთან" და "ევერტონთან", მაგრამ არცერთ ამ კლუბთან კომუნიკაციას მოწინავე ეტაპს არ მიუღწევია.
29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ვნახოთ, სად აღმოჩნდება კოუტინიო.
ბარსელონამ უმტიტის მსურველი იპოვნა - ფრანგი შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ