ბარსელონა 105 მილიონიან დემბელეს მიზერულ ფასში გაყიდის
"ბარსელონა" ოსმან დემბელესა და მისი აგენტის თხოვნებს მიუღებლად მიიჩნევს, იტყობინება TV3-ის ორი ავტორიტეტული ჟურნალისტი, ხავი ლემუსი და ხავი ტორესი.
ამრიგად, კლუბმა ფრანგის გაყიდვა იანვარში 10 მილიონ ევროდ გადაწყვიტა. ეს თანხა საკმარისი იქნება ფერან ტორესის დასარეგისტრირებლად. თუ ფეხბურთელს ვერ გაყიდიან, დემბელე სეზონის დარჩენილ ნაწილს სკამზე გაატარებს.
"ბარსა" ხავის მალე აცნობებს თავის განზრახვას. გავრცელებული ინფორმაციით, დემბელეს სურს მიიღოს 30 მილიონი ევრო სეზონში და სარეგისტრაციო ბონუსი 15 მილიონი ევროს ოდენობით აგენტისთვის და 30 მილიონი ევროს სახით საკუთარი თავისთვის.
ოსმანს "ბარსასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მან უარი თქვა მის განახლებაზე კატალონიელთა მიერ შეთავაზებული პირობებით. დემბელეს სახელს "ნიუკასლს" უკავშირებენ.