ავტორიზაცია

ვალენსიაში კოვიდაფეთქებაა - რა ხდება მამარდაშვილის გარშემო?

ვალენსიაში კოვიდაფეთქებაა - რა ხდება მამარდაშვილის გარშემო?
თარიღი 31 დეკ 2021, 10:42

31 დეკემბერს "ვალენსია" ლა ლიგის პირველი წრის ბოლო ტურში "ესპანიოლს" შეხვდება. "ღამურებში" საკადრო პრობლემებია, რაც ფეხბურთელების კოვიდინფიცირებას უკავშირდება.

ამ დროისთვის ინფიცირებულია "მურსელაგოსის" ოთხი მოთამაშე, რომელთა ვინაობას კლუბი არ ასაჯაროვებს. "ლოს ჩეს" ფან-გვერდების ვარაუდით კი კორონავირუსი დაუდასტურდათ შემდეგ ფეხბურთელებს:

ხოსე გაიას, კრისტიანო პიჩინის, მუქტარ დიაჰაბისა და მარკოს ანდრეს. რაც შეეხებათ "მესტალიელთა" მეკარეებს, ისინი არიან ჯანმრთელად, მათ შორის გიორგი მამარდაშვილიც.

ქართველმა გოლკიპერმა ხოსე ბორდალასის გუნდთან ერთად წინასაახალწლოდ უკვე ივარჯიშა კიდეც და ის სრულ მზადყოფნაშია. შეგახსენებთ, რომ "ვალენსიამ" თავისი კარის დარაჯის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.