ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუმ პრემიერ ლიგაში გატანილი გოლებით ოლე-გუნარ სოლსკიაერი ჩამოიტოვა

კრიშტიანუ რონალდუმ პრემიერ ლიგაში გატანილი გოლებით ოლე-გუნარ სოლსკიაერი ჩამოიტოვა
თარიღი 31 დეკ 2021, 17:26

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ პრემიერ ლიგის მე-20 ტურში „ბარნლის“ კარში მოახერხა გოლის გატანა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ეს პრემიერ ლიგის ფარგლებში კარიერაში 92-ე გოლი აღმოჩნდა და ამ მაჩვენებლით, მან ოლე-გუნარ სოლსკიაერი ჩამოიტოვა, რომელმაც ინგლისის უმაღლეს ლიგაში მეტოქეების კარი 91-ჯერ აიღო.

აქამდე, რონალდუ „იუნაიტედში“ 2003-2009 წლებში თამაშობდა და გუნდში 2021 წელს „იუვენტუსიდან“ დაბრუნდა.

ამ სეზონში რონალდუმ პრემიერ ლიგის 15 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა, 84 გოლი კი „იუნაიტედში“ პირველი ყოფნის დროს ჰქონდა გატნაილი, როცა მან „ნისლიან ალბიონზე“ ხუთი სეზონი გაატარა და შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადავიდა იმდროისთვის სარეკორდო 94 მლნ ევროდ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს კონტრაქტი „იუნაიტედთან“ 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.