ავტორიზაცია

კანავარო შესაძლოა ერთ-ერთი ევროპული ნაკრების მწვრთნელი გახდეს

კანავარო შესაძლოა ერთ-ერთი ევროპული ნაკრების მწვრთნელი გახდეს
თარიღი 01 იან 2022, 10:34

ფაბიო კანავარო შესაძლოა პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს. Interia Sport-ის ცნობით, პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, ცეზარი კულეშამ 48 წლის იტალიელის დანიშვნა განიხილა.

კანავარო მანამდე მწვრთნელად მუშაობდა აზიაში. იტალიელი ხელმძღვანელობდა "ალ-აჰლის", "გუანჯოუს", "ალ-ნასრს", "ტიანჯინის" და ჩინეთის ეროვნულ გუნდს.

2019 წელს იტალიელმა "ევერგრანდთან" ერთად ჩინეთის ჩემპიონატი მოიგო, 2018 წელს კი - ქვეყნის სუპერთასი. ბოლო დღეებში მედია ასევე ასახელებს დიკ ადვოკატს, იურგენ კლინსმანს, ავრაამ გრანტს, ადამ ნავალკას, ჩესლავ მიხნევიჩს და სხვა მწვრთნელებს.

პოლონელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთის ნაკრების მეტოქე არიან. ეს ნაკრებები ერთმანეთს 24 მარტს მოსკოვში შესარჩევი ტურნირის პლეი-ოფის ნახევარფინალში შეხვდებიან.

გამარჯვებული შვედეთი-ჩეხეთის წყვილის მოგებულს შეხვდება. დეკემბერში მწვრთნელმა პაულო სოუზამ გააუქმა კონტრაქტი პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციასთან და დატოვა ეროვნული გუნდი "ფლამენგოს" მწვრთნელობის სანაცვლოდ.