ავტორიზაცია

რას წერს Marca ვალენსიას მიერ მამარდაშვილის გამოსყიდვაზე?

რას წერს Marca ვალენსიას მიერ მამარდაშვილის გამოსყიდვაზე?
თარიღი 01 Jan 2022, 10:54

 Marca-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ვრცელი სიახლე მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ "ღამურებმა" ქართველი გოლკიპერი თბილისის "დინამოდან" ოფიციალურად გამოისყიდეს.

"ვალენსიამ მამარდაშვილის გასაფორმებლად ბოლო ნაბიჯი გადადგა და დინამოსთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის მიხედვით, მისი ტრანსფერი 850 000 ევროდ გამოისყიდა

გიორგი გუნდში 2024 წლამდე დარჩება და კლუბს მისი ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ექნება. ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო იქნება, რომელიც ეტაპობრივად გაიზრდება.

იმ შემთხვევაში, თუ "ღამურები" მას გაასხვისებენ, ყოფილი გუნდი სატრანსფერო ღირებულების 10 პროცენტს მიიღებს. თბილისელთა ყოფილი გოლკიპერი ესპანეთში ზაფხულში გადავიდა.

მას "მურსელაგოსის" სარეზერვო გუნდი უნდა გაეძლიერებინა, მაგრამ წინასასეზონო ეტაპისას, ბორდალასზე შთაბეჭდილება მალევე მოახდინა. სილესენისა და დომენეკის ტრავმამ 21-წლის კარის დარაჯს შანსი მისცა.

გუნდის ორმა მეკარემ რამდენიმე კვირა გამოტოვა, რის გამოც ამხანაგურ შეხვედრებში "ლოს ჩეს" 28-ე ნომერმა ითამაშა და აჩვენა, რომ ვარჯიშებისას მისი კარგი ასპარეზობა შემთხვევითობა არ ყოფილა.

ახალგაზრდული ასაკისა და უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილების არ ქონის მიუხედავად, მამარდაშვილმა ყველას დაანახა, რომ შესანიშნავად ასპარეზობა არა მხოლოდ ვარჯიშებზე, არამედ მნიშვნელოვანი მატჩების დროსაც შეუძლია", - წერს ესპანური გამოცემა.