ავტორიზაცია

გენტის სამიზნე, რომლის ტრანსფერს დიდი ალბათობით ჩაკვეტაძე შეეწირება

გენტის სამიზნე, რომლის ტრანსფერს დიდი ალბათობით ჩაკვეტაძე შეეწირება
თარიღი 01 იან 2022, 12:38

როგორც მოგეხსენებათ, "გენტის" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავისი ამჟამინდელი გუნდის გამოცვლასთან ძალიან ახლოს არის.

Voetbalnieuws-მა ქართველი გამთამაშებლის მოსალოდნელი წასვლის შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა. ბელგიური კლუბი ახალ ტრანსფერებზე შეიძლება ითქვას, რომ ფულს აგროვებს.

"ლურჯების" მთავარი სამიზნე არის "ეუპენის" ცენტრალური მცველი, ემანუელ აგბადუ, რომლის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 2.2 მილიონ ევროდ ფასდება.

არაა გამორიცხული, რომ "ბუფალოების" ფლეიმეიქერი სწორედ ივუარელი უკანახაზელის ტრანსფერს შეეწიროს. რაც შეეხება თავად ჰეინ ვანჰეზებრუკის გუნდის 10-იანის ფასს, ტრანსფერმარკტი მას 2.7 მილიონად აფასებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას 22-წლის ჰავბეკი, რომელსაც მსურველები ამ დროისთვის პრაქტიკულად არ ჰყავს. აქვე დავამატებთ, ჩაკვეს "გენტში" 5 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.