ავტორიზაცია

რონალდუმ 2021 წელი შეაჯამა: "ორი კლუბი, ხუთი განსხვავებული მწვრთნელი...რთული იყო"

რონალდუმ 2021 წელი შეაჯამა: "ორი კლუბი, ხუთი განსხვავებული მწვრთნელი...რთული იყო"
თარიღი 01 იან 2022, 13:07

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავურმა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავის ინსტაგრამ გვერდზე 2021 წლის შედეგების შესახებ ისაუბრა:

"2021 დასრულდა, ეს არ იყო მარტივი წელი, მიუხედავად ჩემი 47 გოლისა ყველა ტურნირზე. ორი კლუბი, ხუთი განსხვავებული მწვრთნელი. ევროს ფინალური ეტაპი ეროვნულ ნაკრებთან და მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 2022-ში.

ვამაყობ იმით, რომ იუვენტუსთან ერთად მოვიგე იტალიის თასი და სუპერთასი, გავხდი სერია ს-ს საუკეთესო ბომბარდირი. პორტუგალიის ნაკრების ევროს ბომბარდირის ტიტულიც წლის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.

რა თქმა უნდა, ოლდ ტრაფორდზე დაბრუნება ყოველთვის იქნება ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მომენტი. მე არ ვარ კმაყოფილი მანჩესტერ იუნაიტედის შედეგებით.

ჩვენ ყველანი დამწუხრებულები ვართ, ამაში დარწმუნებული ვარ. ვიცით, რომ მეტი უნდა ვიმუშაოთ, უკეთ ვითამაშოთ და იმაზე მეტი ვაჩვენოთ, ვიდრე ამჟამად ვაჩვენებთ.

ახალი წელი იყოს სეზონის გარდამტეხი წერტილი! 2022 წელს სულით გავძლიერდეთ. მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, მივაღწიოთ ვარსკვლავებს და დავიბრუნოთ კლუბი იქ, სადაც მისი ადგილია!

შემოგვიერთდით, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს! გილოცავთ ახალ წელს, მალე გნახავთ", - განაცხადა რონალდუმ საკუთარი თავისა და "მანჩესტერის" ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.