ავტორიზაცია

"კრიშტიანუ-ბრუნოს დუეტზე მნიშვნელოვანი მანჩესტერისთვის სულ სხვა დეტალია", - რანგნიკი

"კრიშტიანუ-ბრუნოს დუეტზე მნიშვნელოვანი მანჩესტერისთვის სულ სხვა დეტალია", - რანგნიკი
თარიღი 01 იან 2022, 13:41

63 წლის გერმანელმა სპეციალისტმა რალფ რანგნიკმა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ხელმძღვანელობს, ინგლისის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ბარნლისთან" გამარჯვების (3-1) შემდეგ, გუნდური მშენებლობის უმნიშვნელოვანეს პრინციპებზე აზრი გამოთქვა.

"ბარნლისთან ერთად ბრუნოს გარეშე მოგვიწია თამაში და ისევ მივაღწიეთ წარმატებას, ვითამაშეთ ორი თავდამსხმელით, ორი გარემარბით, ორი ჰავბეკით ნახევარდაცვაში.

თითოეული მოთამაშე თავის საუკეთესო პოზიციაზე იყო. ეს არის კიდევ ერთი რამ, რის მიღწევასაც ვცდილობთ, რა ფორმაციაშიც არ უნდა ვითამაშოთ, თითოეული მოთამაშე საუკეთესო პოზიციაზე გვყავს.

ასე რომ, საქმე ეხება არა მხოლოდ კრიშტიანუსა და ბრუნოს კავშირს, არამედ სხვა მოთამაშეებს შორის პარტნიორობასა და ერთიანობას. ბოლო თამაში ედინსონ კავანისა და კრიშტიანუს პარტნიორობას ეხებოდა და მათ კარგად იმუშავეს.

ედინსონი იყო ყველაზე მოძრავი მთელ გუნდში. იმის გამო, რომ ჩვენ ყველა თამაშში შევცვლით კონცეფციას და სასტარტო შემადგენლობას, ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა პარტნიორობაზე და მთელი გუნდის განვითარებაზე.

მათ უნდა ითამაშონ იგივე აზროვნებითა და პრინციპებით, როდესაც ჩვენ გვეკუთვნის ბურთი ან როდესაც მას სხვა გუნდი ფლობს", - რანგნიკს ციტირებს Sky Sports-ი.