ავტორიზაცია

კვარაცხელიამ გულშემატკივრებს ახალი წლის დადგომა 3 ენაზე მიულოცა

კვარაცხელიამ გულშემატკივრებს ახალი წლის დადგომა 3 ენაზე მიულოცა
თარიღი 01 იან 2022, 13:50

ყაზანის "რუბინის" გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი წლის დადგომა თავის გულშემატკივრებს მიულოცა სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

"გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას,წარმატებას და კეთილდღეობას! Happy New Year with lots of good wishes! May you have the most amazing year filled with happiness and success!

Счастливого Рождества и Нового года! Желаю вам крепкого здоровья, успехов и процветания!", - წერს ახალგაზრდა ქართველი ვინგერი საკუთარი ინსტაგრამ გვერდიდან.

შეგახსენებთ, რომ რუსული გუნდის ფლანგელის პრემიერ ლიგაში გადასვლა კვლავ აქტუალური თემაა. 21-წლის შემტევის სახელს უკავშირებენ "ტოტენჰემს", "ვესტ ჰემს", "ევერტონს", "ლიდსს" და "საუთჰემპტონს".