"ორი ფეხბურთელის გაშვებით, ტორესის დარეგისტრირებას შევძლებთ", - ბარსელონას დირექტორი
"ბარსელონას" დირექტორმა, მატეუ ალემანიმ დაადასტურა, რომ ახალი ნახევარმცველი ფერან ტორესი ფინანსური შეზღუდვის გამო ჯერ კატალონიურ კლუბში არ არის დარეგისტრირებული.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანა" "მანჩესტერ სიტის" 21 წლის ესპანელ ფეხბურთელში 55 მილიონ ევროს გადაიხდის და კიდევ 10 მილიონს - ბონუსების სახით.
"ახლა ტორესი ვერ დარეგისტრირდება, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს მოვაგვარებთ, როცა ის გვეყოლება. დემირის გაყიდვამ შეიძლება დაგვეხმაროს ამ საქმეში.
ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ვნახოთ, რა ბედი ელის ლუკ დე იონგსაც", - თქვა ალემანიმ "ლურჯ-ბროწუელისფრების" მომავალი ახალწვეულის შესახებ, რომელიც "სიტიდან" გადმოვა.