"ბარსელონამ მალიორკასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა", - ხავი
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ლა ლიგაში "მალიორკასთან" მატჩის შედეგები (1:0) შეაჯამა: "ეს არის ოქროს სამი ქულა. ეს არის გუნდის, მოთამაშეთა ჯგუფის, ოჯახის გამარჯვება.
მე ვთქვი, რომ მატჩი გადაიდო, რადგან დავინახე, თუ რა სირთულეები გვაქვს, მაგრამ გუნდით ძალიან ვამაყობ. ტერ შტეგენმა გადაგვარჩინა, ის ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ.
ბედნიერი ვარ მთელი გუნდისთვის, მარკ-ანდრესთვის და განსაკუთრებით ლუკ დე იონგის გამო. ის პროფესიონალია – მუშაობს, ვარჯიშობს, ეფექტურად მოქმედებს.
ეს სამი ქულა დაგვეხმარება ცხრილის ზედა ადგილებისთვის ბრძოლის დაწყებაში. ნამდვილად შთამბეჭდავია, რომ აღნიშნულ სიტუაციაში სამი ქულა მოვიპოვეთ.
გამარჯვება გვაახლოებს პირველ მიზანთან - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთან. 17 ფეხბურთელი გვაკლდა - ეს ისტორიული გამარჯვებაა. შეუძლია ლიუკ დე იონგს დარჩენა?
რა თქმა უნდა კი. მუშაობს სამაგალითოდ. ახლა ეს ყველაფერი ჰიპოთეზაა, ვნახოთ. ძალიან მიხარია გუნდური მუშაობის ხილვა, გამარჯვება ოქროდ ღირს. ბარსელონამ უნდა განაგრძოს რწმენა და მუშაობა, რადგან ჩვენ სწორ გზაზე ვართ", - განაცხადა მწვრთნელმა.