ავტორიზაცია

ბრაზილიელმა რონალდომ ყველა დროის საუკეთესო 11-ეული შეადგინა: გუნდი, სადაც კრიშტიანუსთვის ადგილი არ მოიძებნა

ბრაზილიელმა რონალდომ ყველა დროის საუკეთესო 11-ეული შეადგინა: გუნდი, სადაც კრიშტიანუსთვის ადგილი არ მოიძებნა
თარიღი 03 იან 2022, 13:41

2016 წელს ლეგენდარულ რონალდუს ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შედგენა სთხოვეს. ბრაზილიელის გუნდს ჰქონდა ფანტასტიკური ნახევარდაცვა - მარადონა, ზიდანი, პირლო, მესი. შეტევა კი კრიშტიანუ რონალდუს გარეშე იყო. "ფენომენის" 11-ეული ასეთია:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი

მცველები: პაოლო მალდინი, რობერტო კარლოსი, მარკოს კაფუ, ფაბიო კანავარო

ნახევარმცველები: დიეგო მარადონა, ზინედინ ზიდანი, ანდრეა პირლო, ლეიონელ მესი

თავდამსხმელები: ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე, საკუთარი თავი