ავტორიზაცია

"რონალდუსთან მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შედარება შეიძლება და ეს მესი არ არის", - რანგნიკი

"რონალდუსთან მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შედარება შეიძლება და ეს მესი არ არის", - რანგნიკი
თარიღი 03 იან 2022, 14:08

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა თავისი გუნდის ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს ფიზიკური კონდიციების შესახებ განცხადება გააკეთა:

"ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც მან სხვა მატჩში არ უნდა ითამაშოს. ფიზიკურად ის ჯანმრთელად გამოიყურება. ის ყველაფერს აკეთებს. ის უმაღლესი დონის პროფესიონალია.

რონალდუ ზრუნავს საკუთარ თავზე და სხეულზე, სწორად იკვებება. მე არასოდეს მინახავს ასეთი 36 წლის ფეხბურთელი, შესაძლოა ზლატანი, მაგრამ ის ცოტა უფროსია და სხვა ტიპის მოთამაშეა.

ვერ ვხედავ მიზეზს, რომ კრიშტიანუ რვა დღეში სამ მატჩს ვერ ითამაშებს. თუ რაღაც მომენტში დაგვჭირდება დასვენება, ეს არ არის პრობლემა, ედინსონს შეუძლია შესანიშნავად შეცვალოს პორტუგალიელი", - თქვა რალფმა.