"კვარაცხელიას წასვლა ჩვენი ფეხბურთისთვის სანანებელი იქნება", - რუსული პრესა კვლავ ხვიჩაზე წერს
Business-gazeta-მ ყაზანის "რუბინის" გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას სიახლე მიუძღვნა. რუსულმა გამოცემამ ქართველი ვინგერის სხვა გუნდში გადასვლა არ გამორიცხა.
"რუბინის მთავარმა ვარსკვლავმა 2020-21 წლების სეზონის მეორე ნახევარი ძალიან კარგად ჩაატარა და გუნდს მეოთხე ადგილის შენარჩუნებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
ის ევროპაში უნდა წასულიყო და მას ხან მილანს, ხან ევერტონს და ხან ტოტენჰემს უკავშირებდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ახლა კვარაცხელია ყაზანში მოწყენილია.
ის დიდი ხანია, რაც თავის თამაშს ეძებს. მიუხედავად ამისა, ხვიჩას მიმართ ინტერესი მაინც დიდია. არ გაგიკვირდეთ, ზამთარში ის პრემიერ ლიგაში რომ გადავიდეს.
ქართველი გარემარბის ტრანსფერის შემთხვევაში, ვინანებთ რუსულმა ფეხბურთმა ასეთი ვარსკვლავი რომ დაკარგა", - წერს Business-gazeta "წითელ-მწვანეების" ფლანგელის შესახებ.