ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა ლუკაკუ ჩელსის უახლოეს მატჩში კონტეს გუნდის წინააღმდეგ?

ითამაშებს თუ არა ლუკაკუ ჩელსის უახლოეს მატჩში კონტეს გუნდის წინააღმდეგ?
თარიღი 04 Jan 2022, 14:04

თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ "ჩელსის" შემადგენლობაში იქნება ინგლისის ლიგის თასის მატჩისთვის "ტოტენჰემთან". მწვრთნელი ტომას ტუხელი, სავარაუდოდ შეიყვანს განაცხადში ფორვარდს.

ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები იმედოვნებენ, რომ რომელუ საჯაროდ ბოდიშს მოიხდის თავისი განცხადებებისთვის. ყველა მხარეს სურს ეს სიტუაცია წარსულში დარჩეს, წერს The Guardian.

გერმანელი სპეციალისტისა და ბელგიელი თავდამსხმელის შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა. "ჩელსის" დირექტორმა, მარინა გრანოვსკაიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ტუხელსა და ლუკაკუს შორის კონფლიქტის მოგვარებაში.

ფეხბურთელებმა და ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირეს ტუხელის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩში "ლივერპულთან" (2:2) განაცხადში ლუკაკუ არ შეიყვანა.

თავდამსხმელის სიტყვებმა იმედგაცრუება გამოიწვია ტუხელში. ტომასმა ისინი საკუთარ თავზე არ მიიღო, მაგრამ უკმაყოფილო იყო, რომ ასეთი სიტუაცია "ლივერპულთან" მნიშვნელოვანი თამაშის წინ მოხდა.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, ლუკაკუ "ჩელსიში" "ინტერიდან" გადმოვიდა.