ავტორიზაცია

ორი მილიონით გაიაფებული კვარაცხელია რუსეთის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებს შორის მაინც მოხვდა

ორი მილიონით გაიაფებული კვარაცხელია რუსეთის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებს შორის მაინც მოხვდა
თარიღი 04 Jan 2022, 16:45

Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა. ყაზანის "რუბინის" გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-ში მოხვდა.

ქართველი ვინგერის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონი ევროას შეადგენს. რუსული გუნდის ფლანგელი სამ ფეხბურთელთან ერთად (კლაუდინიო ლუისი, დუგლას სანტოსი, მატვეი საფონოვი) 6-9 პოზიციას იყოფს.

21-წლის შემტევზე წინ ხუთი ფეხბურთელია - ჯონ კორდობა, მარკუს ვენდელი, ვილმარ ბარიოსი, მალკომ ოლივეირა და სერდარ აზმუნი. შეგახსენებთ, "წითელ-მწვანეების" 21-ე ნომერი ორი მილიონით გაიაფდა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში, კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება შეადგენდა 18 მილიონ ევროს, თუმცა როგორც ვხედავთ, ახლა ის 16 მილიონად არის შეფასებული.

რაც შეეხებათ ქართველ ფეხბურთელებს, ამ მხრივ ხვიჩა ყველაზე ძვირადღირებულად რჩება. აქვე დავამატებთ, ლეონიდ სლუცკის შეგირდს პრემიერ ლიგაში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.