ვალენსიას მწვრთნელი: "ბარსელონამ ფერან ტორესი დაიმატა და მორატასაც ყიდულობს, სად არის ფინანსური ფეირ-პლეი?"
„ვალენსიას“ მწვრთნელმა, პეპე ბორდალასმა, „ბარსელონას“ სატრანსფერო ბაზარზე ჩადენილი ქმედებებით უკმაყოფილო დარჩა.
„ბარსელონას ვალი 300 მილიონი ევროა, კლუბმა კი ფერან ტორესი 55 მლნ ევროდ დაიმატა და მორატას ყიდვასაც აპირებს.
პრეზიდენტი სხვა ტრანსფერებსაც აანონსებს, მათ შორის ჰოლანდსაც. სად არის ფინანსური ფეირ-პლეი?
პრეზიდენტმა ხავი მთავარ მწვრთნელად დანიშნა და დაინახა, რომ ეს შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის მოგებისთივს საკმარისი არ არის, რის გამოც ტრანსფერებს შეუდგა. ფეხბურთში სასწაულები იშვიათად ხდება.“ - აღნიშნა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს „ბარსამ“ ლეო მესის ახალი კონტრაქტი იმის გამო ვერ დაარეგისტრირა, რომ ლა ლიგის მიერ დაწესებული სახელფასო ჭერი გადავსებული ჰქონდა. ახლა, „ვალენსიას“ აღზრდილი ფერან ტორესის შეძენის მიუხედავად, კლუბი ჯერჯერობით მის დარეგისტრირებას იგივე მიზეზით ვერ ახერხებს და სჭირდება, რომ გუნდი რომელიმე ფეხბურთელმა დატოვოს.