მამარდაშვილი ვალენსიას იჯარით დატოვებს? - ბორდალასის კომენტარი ქართველ მეკარეზე
"ვალენსიას" მთავარ მწვრთნელს, ხოსე ბორდალასს თავისი გუნდის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალზე ჰკითხეს. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ქართველის "ღამურებიდან" იჯარით შესაძლო წასვლის შესახებ.
"მამარდაშვილი არის მეკარე, რომელიც ვალენსიაში ზაფხულში გადმოვიდა და გაგვაოცა. იძულებული ვიყავით, მისთვის სათამაშო დრო მიგვეცა და მან თავი ყველაფერს კარგად გაართვა.
გიორგი ახალგაზრდაა, ბევრი სამუშაო აქვს და დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია. ის მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. გიორგი თავდაუზოგავად მუშაობს და მისი იჯარით გაშვებაზე არ ვფიქრობთ.
ქართველ გოლკიპერს ისეთივე შანსები აქვს, როგორც მის თანაგუნდელებს და "ღამურების" დონის კლუბს მინიმუმ სამი კარის დარაჯი უნდა ჰყავდეს", - განაცხადა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 იანვარს, "მურსელაგოსი" კოპა დელ რეიზე "კარტახენას" ეთამაშება. არაა გამორიცხული, რომ "ლოს ჩეს" კარი სწორედ თბილისის "დინამოს" ექს-მეკარემ დაიცვას.