ავტორიზაცია

რატომ კაპიტნობდა მანჩესტერს რონალდუ? - რანგნიკის კომენტარი

რატომ კაპიტნობდა მანჩესტერს რონალდუ? - რანგნიკის კომენტარი
თარიღი 05 იან 2022, 13:51

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა პორტუგალიელ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "წითელი ეშმაკების" კაპიტნობის გადაცემის გადაწყვეტილება განმარტა.

"რონალდუ მთლიანობაში ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა. თუ შევაჯამებთ იმ პერიოდებს, რაც მან მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლუბში ყველაზე დიდხანს თამაშობს.

სიმართლე გითხრათ, კაპიტანი რონალდუსა და დე ხეას შორის ავირჩიე, მაგრამ მე მსურდა მინდვრის ფეხბურთელის დანიშვნა კაპიტნად, ამიტომ ავირჩიე კრიშტიანუ", - ციტირებს რანგნიკს Sky Sports-ი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 19 მატჩში 31 ქულა მოაგროვა და ინგლისის პრემიერ ლიგის 2021/2022 წლების სეზონში მე-7 ადგილზეა. ბოლო მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ "ვულვერჰემპტონთან" (0:1).