ავტორიზაცია

ერიქსენი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ერიქსენი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
თარიღი 05 იან 2022, 14:02

Daily Mail-ის ცნობით, პრემიერ ლიგის კლუბები დანიელი ნახევარმცველით, კრისტიან ერიქსენით ინტერესდებიან. წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა ვარჯიში განაახლა და დიდ ფეხბურთში დაბრუნება დააპირა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს იანვარში ერთ-ერთ კლუბთან ჯგუფური ვარჯიშის დაწყება სურს. შეგახსენებთ, რომ ერიქსენის გუნდიდან წასვლის შესახებ იტალიურმა "ინტერმა" 17 დეკემბერს განაცხადა.

მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს, რადგან სერია ა-ს არსებული რეგულაციების მიხედვით, ნახევარმცველს დეფიბრილატორით თამაში არ შეუძლია.

12 ივნისს, ევრო 2020-ის მატჩის დროს დანია - ფინეთი (0:1) პირველი ნახევრის ბოლოს, ერიქსენი გაზონზე დაეცა და ადგომა ვეღარ შეძლო. სპორტსმენმა მინდორზე სასწრაფო დახმარება მიიღო.

შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელს გულის გაჩერება ჰქონდა. კრისტიანს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჰქონდა დაყენებული. მას შემდეგ ის ოფიციალურ შეხვედრებზე მოედანზე არ გამოჩენილა.