VIDEO: "რატომ დომენეკი და არა მამარდაშვილი?", - პრესამ ვალენსიას მეკარე გამაღიზიანებელი ჟესტის გამო გააკრიტიკა
"ვალენსიას" კარში "კარტახენასთან" შეხვედრაში იდგა არა გიორგი მამარდაშვილი, არამედ ხაუმე დომენეკი, რომლის თამაშს ესპანურ პრესაში უდიდესი კრიტიკა მოჰყვა.
ესპანელმა მეკარემ "ღამურების" კარში დანიშნული პენალტის მოგერიება სცადა უცნაური ხერხით - დარტყმის მომენტში ის დადგა მუხლებზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებას კარგი არაფერი მოჰყოლია.
"რას აკეთებს დომენეკი თავისი გუნდის ვარჯიშებზე? ამას კაპიტანი სოლერი ვერ ხედავს? სამწუხაროდ, ხმა არავის ამოუღია მამარდაშვილის სკამზე დატოვების გამო.
მარსელინოს მსგავსად, ბორდალასიც თვლის, რომ ხაუმეს გუნდში ყოლა დიდი ფუფუნებაა - ეს კი ვალენსიასთვის პრობლემაა", - წერს Superdeporte "მურსელაგოსის" კიპერებზე.