ავტორიზაცია

"მამარდაშვილს შეუძლია გახდეს დიდი ევროპული გუნდის პირველი ნომერი", - იტალიური ჟურნალი ქართველზე წერს

"მამარდაშვილს შეუძლია გახდეს დიდი ევროპული გუნდის პირველი ნომერი", - იტალიური ჟურნალი ქართველზე წერს
თარიღი 06 Jan 2022, 11:53

ჟურნალმა Rivista Undici-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. იტალიურმა გამოცემამ ქართველი გოლკიპერი როგორც ევროპის ერთ-ერთი მთავარი ტალანტი გამოარჩია.

"მამარდაშვილი არის მეკარე, რომელიც ამჟამად ვალენსიას რიგებში თამაშობს. ის კარგ რეაქციას ავლენს, როცა მის საჯარიმოში სიმჭიდროვეა და მას ახლო მანძილიდან ურტყამენ.

ამის გარდა, გიორგი მოქნილი და სხარტია. მიუხედავად იმისა, რომ ის სიმაღლეში თითქმის ორი მეტრია, ბუმბულივით დაფრინავს და მას პენალტების აღებაც ეხერხება.

ქართველი მეკარე 28-ნომრიან მაისურს ატარებს, მაგრამ მას შეუძლია, რომელიმე დიდი ევროპული კლუბის პირველი ნომერი გახდეს", - წერს Rivista Undici "ღამურების" კიპერზე.

შეგახსენებთ, რომ "მურსელაგოსმა" 21-წლის გოლკიპერი თბილისის "დინამოდან" უკვე გამოისყიდა. "ლოს ჩეს" 28-ე ნომრის ტრანსფერი ჯამში 800 ათასი ევრო დაჯდა.