დღეში სამჯერადი ვარჯიშებით - გიორგი ჩაკვეტაძე გენტთან ერთად შეკრებაზეა
გიორგი ჩაკვეტაძემ გენტთან ერთად სეზონის მეორე წრისთვის მზადება განაახლა.
გენტი შუასასეზონო შეკრებას ვალენსიის ერთ-ერთ კურორტზე გადის, სადაც 4 იანვარს ჩავიდნენ, გუნდს სამჯერადი ვარჯიშები აქვს: დილით სირბილი, შუადღით ბურთთან ერთად, ხოლო საღამოს სატრენაჟორო დარბაზში.
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა გიორგი ჩაკვეტაძის გენტიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს მინიმუმ ზაფხულამდე ქართველი ნახევარმცველი კვლავ ბელგიაში დარჩება.
გენტი ვალენსიაში ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 7 იანვარს ალკმაარის წინააღმდეგ, შემდეგ კი ბელგიაში დაბრუნდება, სადაც 14 იანვარს ტურის მატჩი უნდა ითამაშოს.