ავტორიზაცია

რატომ წარმოიქმნა ამხელა სხვაობა ბაიერნსა და დორტმუნდს შორის? - ჰიონესის კომენტარი

რატომ წარმოიქმნა ამხელა სხვაობა ბაიერნსა და დორტმუნდს შორის? - ჰიონესის კომენტარი
თარიღი 06 Jan 2022, 13:30

მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა საკუთარი აზრი გააზიარა, თუ რატომ ვერ უწევს დორტმუნდის "ბორუსიას" კონკურენცია მიუნხენურ კლუბს.

"ჩვენ ძალიან სტაბილურები ვართ, რადგან ჩვენი გუნდი იზრდება. ხშირად გვყავს ახალი ფეხბურთელი, ამავდროულად დორტმუნდი მუდმივად ყიდის მნიშვნელოვან მოთამაშეებს.

ეს ქმნის გარკვეულ შფოთვას და გუნდი მთლიანობაში ვერ ვითარდება. აქ პირიქითაა. მიუნხენის ბაიერნი გაერთიანებულია, რაც უკვე ნახეთ ლისაბონში ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების დროს.

ჰანსი ფლიკმა ძალიან კარგად იმუშავა და ნაგელსმანს ახლა თავისი სტილი აქვს, რაც ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს", - თქვა ჰიონესმა "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" შესახებ.