ავტორიზაცია

უნგრული პრესა დვალის ფერენცვაროშიდან წასვლაზე და ახალ სავარაუდო გუნდზე წერს

უნგრული პრესა დვალის ფერენცვაროშიდან წასვლაზე და ახალ სავარაუდო გუნდზე წერს
თარიღი: 07 იან 2022, 11:53

Nemzeti Sport-ზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ფერენცვაროშის" ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს დატოვებს.

ქართველი უკანახაზელის გაშვების მთავარი ინიციატორია ბუდაპეშტელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, სტანისლავ ჩერჩესოვი, რომელიც გუნდში ცვლილებების გატარებას გეგმავს.

Sport.Mandiner-ზე დაყრდნობით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრატისლავას "სლოვანის" სახით, უნგრული გუნდის ცენტრბექს სატრანსფერო ბაზარზე პირველი მსურველი უკვე ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკურ გუნდში თამაშობენ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია, მთავარი მწვრთნელი კი ვლადიმირ ვაისია. ცოტა ხნის წინ, "ლურჯების" სახელი გიორგი წიტაიშვილსაც დაუკავშირეს.

აქვე დავამატებთ, რომ 26-წლის მცველის გარდა, "თეთრ-მწვანეების" შემადგენლობაში ირიცხება კიდევ ერთი "ჯვაროსანი", გიორგი ხარაიშვილი, რომელიც "გიოტებორგიდან" გადმოვიდა.