ავტორიზაცია

მანჩესტერი რანგნიკის შემცვლელზე ფიქრს უკვე შეუდგა

მანჩესტერი რანგნიკის შემცვლელზე ფიქრს უკვე შეუდგა
თარიღი 07 იან 2022, 12:07

The Times-ის ცნობით, ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რბოლაში ლიდერობს.

ერთ-ერთ კანდიდატად რჩება "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინოც, მაგრამ, როგორც ჩანს, ტენ ჰაგი "მანჩესტერის" ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ არნოლდი ჩართული იქნება რალფ რანგნიკის შემცვლელის არჩევაში, ისევე როგორც ედ ვუდვორდი.

ტენ ჰაგი სეზონის ბოლომდე "აიაქსის" დატოვებას არ აპირებს, ამიტომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში შემოთავაზებისთვის ემზადება. ვნახოთ, ვინ იქნება "ეშმაკუნების" ახალი მწვრთნელი.