ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად: ტრიპიერი ატლეტიკოდან ფინანსურად მოძლიერებულ ნიუკასლში გადავიდა

უკვე ოფიციალურად: ტრიპიერი ატლეტიკოდან ფინანსურად მოძლიერებულ ნიუკასლში გადავიდა
თარიღი 07 იან 2022, 14:27

"ნიუკასლმა" "ატლეტიკოდან" მარჯვენა მცველის, კირან ტრიპიერის ტრანსფერი დაადასტურა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ინგლისელთან 2,5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ეს არის "ნიუკასლის" პირველი მსხვილი ტრანსფერი მას შემდეგ, რაც საუდელებმა კლუბი იყიდეს. "მოხარული ვარ, რომ შევუერთდი ამ წარმოუდგენელ და ამბიციურ კლუბს.

ძალიან მსიამოვნებდა მადრიდში გატარებული დრო, მაგრამ ნიუკასლის ინტერესის შესახებ ვიცოდი, აქ მინდოდა ყოფნა, რადგან ადრე უკვე ვმუშაობდი ედი ჰაუსთან.

ვიცი, რომ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ კარგად ვიცნობ პრემიერ ლიგის მოთხოვნებს და ვიცი, რომ ნიუკასლი საოცარი კლუბია ძალიან ნიჭიერი მოთამაშეებით.

მოუთმენლად ველოდები გუნდში მოსვლას და პირველ გამოჩენას სენტ ჯეიმს პარკზე, როგორც ნიუკასლის მოთამაშე", - თქვა 31 წლის ახალწვეულმა ფეხბურთელმა.