ავტორიზაცია

10 იანვარს გუნდთან ერთად მიემგზავრება - რა ხდება ლაშა დვალის თავს?

10 იანვარს გუნდთან ერთად მიემგზავრება - რა ხდება ლაშა დვალის თავს?
თარიღი 07 Jan 2022, 17:54

საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი, დიდი ალბათობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფერენცვაროშს არ დატოვებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველს ბრატისლავის სლოვანისგან წინადადება არ მიუღია და არც 26 წლის მცველის მთავარი მოტივაცია არაა აღნიშნულ სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის შეცვლა.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ქართველ მცველს სურს, ფერენცვაროშის ახალ მწვრთნელ სტანისლავ ჩერჩესოვს საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს. დვალი უნგრეთის ჩემპიონთან ერთად 10 იანვარს შუასასეზონო შეკრებაზე გაემგზავრება.

ლაშა დვალის ხელშეკრულება ფერენცვაროშთან 2022 წლის ზაფხულში იწურება. მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა უნგრელთა მაისურით მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა.