Transfermarkt-მა ეროვნული ლიგის ფეხბურთელების ფასები განაახლა - როგორია ყველაზე ძვირადღირებულთა სია?
ცნობილი სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალი, Transfermarkt-ი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებს ანახლებს.
ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი არის ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი, რომელიც ამ დროისთვის ერთი მილიონი ევრო ღირს.
ქართველი განაპირა მცველის შემდეგ მოდის აჭარული გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი, რომელიც 550 ათასი ევრო ღირს.
სამეულს ხურავს ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი - ჯაბა ჯიღაური, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან ხარაბაძე და საბა ხვადაგიანი, მათი სატრანსფერი ღირებულება 500 000-ს შეადგენს.
ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი) - €1 მილიონი
ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი) - €550 ათასი
ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი) - €500 ათასი
ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი) - €500 ათასი
საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი) - €500 ათასი
ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი) - €500 ათასი