ავტორიზაცია

რაზე ვერ უთანხმდება ლივერპული პორტოს დიასის ტრანსფერში?

რაზე ვერ უთანხმდება ლივერპული პორტოს დიასის ტრანსფერში?
თარიღი 07 იან 2022, 23:35

"ლივერპული" "პორტოს" ნახევარმცველის, ლუის დიას მარულანდას შეძენით არის დაინტერესებული. ინგლისურმა კლუბმა 70-მილიონი ევროს ოდენობის შემოთავაზება გააკეთა, იუწყება LFC Transfer Room Correio da Manhã-ზე დაყრდნობით.

"პორტოს" კოლუმბიელის 80 მილიონად გაყიდვა სურს და სარგებლობს იმით, რომ მოთამაშისთვის ბრძოლაში" წითლების" კონკურენტები "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნიუკასლი" არიან.

ადრე პორტუგალიურ პრესაში უკვე წერდნენ, რომ "ლივერპული" დიასის შეძენასთან ახლოსაა, თუმცა, სხვა წყაროების მიხედვით, ამ ტრანსფერზე "ლივერპული" არ მუშაობს.

კოლუმბიელი გარემარბის "წითლებში" გადასვლა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გუნდს ზამთარში აფრიკის თასზე სათამაშოდ მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე დატოვებენ.