ავტორიზაცია

"მანჩესტერს პოგბასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ შემოუთავაზებია", - ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენელი

"მანჩესტერს პოგბასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ შემოუთავაზებია", - ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენელი
თარიღი 08 იან 2022, 10:28

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას წარმომადგენელმა უარყო ჭორები კლუბის მიერ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების მცდელობის შესახებ.

მანამდე ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა 28 წლის ნახევარმცველს ახალი ხელშეკრულების პირობებით კვირაში 500 ათასი ფუნტი გადაუხადოს.

ამ ზაფხულს ფრანგსა და "იუნაიტედს" შორის მოქმედი კონტრაქტი იწურება. ფეხბურთელი გახდება თავისუფალი აგენტი, თუ არ დათანხმდება კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას.

"გვინდა დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომელიც მედიაში გავრცელდა. პოლს ბოლო თვეების განმავლობაში კონტრაქტის განახლების წინადადება მანჩესტერისგან არ ჰქონია.

ის ახლა მთლიანად კონცენტრირებულია ტრავმის მოშუშებაზე, რათა დაეხმაროს გუნდს რაც შეიძლება მალე", - თქვა "იუნაიტედის" გამთამაშებლის წარმომადგენელმა.