ბარსელონას მორიგი თავსატეხი - კოუტინიოს გაშვება, ტორესის დასარეგისტრირებლად საკმარისი არ არის
ფილიპე კოუტინიოს ბირმინგემის "ასტონ ვილაში" იჯარით გადასვლა საკმარისი არ არის ფერან ტორესის "ბარსელონას" ფეხბურთელად დასარეგისტრირებლად, წერს Marca.
ბრაზილიელის ტრანსფერი ინგლისურ კლუბში ჯერ არ გაფორმებულა, რადგან რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით დაინფიცირებულ კოუტინიოს სამედიცინო შემოწმება ჯერ არ გაუვლია.
გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, ფერანის რეგისტრაცია მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "ბარსა" აგრძელებს მუშაობას წამსვლელ ფეხბურთელებზე.
კლუბი იმედოვნებს, რომ განახორციელებს მათ ტრანსფერებს ესპანეთის სუპერთასის "რეალთან" მატჩის წინ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბარსას" ამ თამაშამდე ტორესის დარეგისტრირების დრო ჰქონდეს.
მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, ფერანმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბარსაელონაში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს, რადგან ის ახლახანს დაინფიცირდა კორონავირუსით. უახლოეს მომავალში კატალონიელებს სურთ სამუელ უმტიტისა და იუსუფ დემირის გაშვებაც.
"რაც ბარსელონაში დავინიშნე, თამაშის ხარისხით მხოლოდ ერთმა გუნდმა გვაჯობა", - ხავი