ხავი: "სამწუხაროდ, კოუტინიომ ბარსელონაში დამკვიდრება ვერ მოახერხა"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს ბირმინგემის "ასტონ ვილაში" იჯარის წესით გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.
"რაც ბევრს ამბობს კოუტინიოზე არის ის, რომ მან გადაწყვიტა შეემცირებინა ხელფასი, რათა მოედანზე გასულიყო და მეტი სათამაშო პრაქტიკა მიეღო. მისთვის რთული იყო ბარსაში ადაპტაცია.
ამან ბევრი რამ თქვა მის შესახებ. ფილიპე ხელფასის შემცირებაზეც კი წავიდა. კოუტინიო დიდი პროფესიონალია. მას სურს კარგად თამაში. ბარსაში მას სირთულეები ჰქონდა.
ის, რომ მას სურდა საკუთარი თავის განსხვავებულ გარემოშო მოსინჯვა, ბევრ რამეზე მეტყველებს", - განაცხადა ხავიმ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის შესახებ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" არ გადაუხდის კოუტინიოს სეზონის ბოლომდე, რადგან ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას აპირებდა და დარჩენილი ნაწილი საკუთარ თავზე "ასტონ ვილამ" აიღო.