ავტორიზაცია

მარსიალს მორიგი მსურველი პრემიერ ლიგიდან ჰყავს

მარსიალს მორიგი მსურველი პრემიერ ლიგიდან ჰყავს
თარიღი 08 იან 2022, 13:40

"ნიუკასლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, aნტონი მარსიალის მიმართ ინტერესს იჩენს. The Times-ის ცნობით, კლუბი, რომელიც პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა, 26 წლის ფრანგის იჯარით აყვანას განიხილავს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელზე პრეტენზიას აცხადებენ "სევილია", "ბარსელონა", "ატლეტიკო" და "იუვენტუსი". რამდენიმე ხნის წინ, ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მარსიალმა ზამთარში "იუნაიტედი" უნდა დატოვოს.

26 წლის თავდამსხმელს "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ უთამაშია პრემიერ ლიგის მატჩებში. კიდევ ხუთ თამაშში ის მოედანზე სკამიდან გამოჩნდა.

გარდა ამისა, მარსიალმა ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, "ვილიარეალის" წინააღმდეგ. "მანჩესტერის" რაც შეიძლება მალე დატოვებისკენ თავად ფრანგი თავდამსხმელიც იხრება.