დატოვებს ფლამარიონ ჯოვინო ბათუმის დინამოს? - რა მდგომარეობაა ბრაზილიელის თავს
ბათუმის დინამოს ბრაზილიელი თავდამსხმელი ფლამარიონ ჯოვინო კლუბს წინასასეზონო შეკრებაზე ანტალიაში გაყვება.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ 25 წლის შემტევმა გუნდის დატოვების სურვილი გამოთქვა, თუმცა ცხადია, საქართველოს ჩემპიონები ბრაზილიელ ფეხბურთელთან უფასოდ შელევას არ აპირებენ, მათ ტრანსფერის სანაცვლოდ თანხის მიღება სურთ. მსგავსი წინადადება შავიზღვისპირელებს არ მიუღიათ.
ბათუმის დინამო წინასასეზონო შეკრებაზე ანტალიაში 15 დეკემბერს გაემგზავრება და ფლამარიონ ჯოვინოც გუნდთან ერთად იქნება.
ფლამარიონს ბათუმის დინამოსთან ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბრის ბოლოს ეწურება. ჩვენთვის ცნობილია, რომ კლუბმა ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა პროცესშია ეს საკითხი.
2021 წლის სეზონში ჯოვინომ ბათუმის დინამოს მაისურით 18-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.