ავტორიზაცია

"კვირის ბოლომდე აქ იქნება" - აზაროვის ტრაბზონსპორში ტრანსფერი ოფიციალურად ჩაიშალა!

"კვირის ბოლომდე აქ იქნება" - აზაროვის ტრაბზონსპორში ტრანსფერი ოფიციალურად ჩაიშალა!
თარიღი 08 იან 2022, 16:51

22 წლის პოლონელი მარცხენა მცველი ტიმოტეუშ პუხაში კარიერას ტრაბზონსპორში გააგრძელებს.

ამის შესახებ ტრაბზონელთა მთავარმა მწვრთნელმა აბდულა ავჯიმ განაცხადა და თქვა, რომ კვირის ბოლომდე პოლონელი მცველი გუნდში გამოცხადდება.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ბათუმის დინამოს მარცხენა მცველის ირაკლი აზაროვის გადასვლა თურქულ გრანდში ოფიციალურად ჩაიშალა. GOAL.GE-ს ინფორმაციით, ადგილზე ჩასვლის შემდეგ ირაკლი აზაროვის წარმომადგენლებს ტრაბზონსპორისგან სხვა პირობები დახვდათ, რის გამოც მოლაპარაკებები შეფერხდა.

ტიმოტეუშ პუხაშის ტრანსფერი ტრაბზონსპორს 2 მილიონი ევრო დაუჯდება, ის ბუნდესლიგის უნიონ ბერლინიდან დაიმატეს.