ავტორიზაცია

კარაგერმა მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

კარაგერმა მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი 08 იან 2022, 23:12

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა.

"როი კინი", - უპასუხა თვითერის ერთ-ერთ მომხმარებელს ვეტერანმა ინგლისელმა.

მოგეხსენებათ, კინი "ეშმაკუნების" ღირსებას 1993 წლიდან 2005 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში ირლანდიელმა ინგლისის ჩემპიონატში 326 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება თავად კარაგერს, ინგლისელ უკანახაზელს მთელი კარიერა "ლივერპულში" აქვს გატარებული, სადაც 1996 წლიდან 2013 წლამდე ირიცხებოდა.