გია ცეცაძე საქმეშია - ქუთაისის ტორპედო 3 ფეხბურთელით გაძლიერდა
ქუთაისის ტორპედო ახალი სეზონისთვის გაძლიერებას აგრძელებს.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, ირაკლი ბუღრიძე, აკაკი შულაია და ნიკა სანდოხაძე ქუთაისის ტორპედოში ითამაშებენ. სამივე ეს ფეხბურთელი გუნდის მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძესთვის ნაცნობია. ზოგთან ასაკობრივ ნაკრებში, ზოგთან კი კლუბშიც მოუწია მუშაობა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ქუთაისის ტორპედოს გიორგი არაბიძის დამატება სურდა, თუმცა პორტუგალიურ ნასიონალთან შექმნილი პრობლემების გამო, 23 წლის ნახევარმცველთან ხელშეკრულება ვერ გააფორმეს.
ქუთასისის ტორპედო 2021 წელს პლეი-აუტში მოხვდა და ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდნას გადარჩა. 2022 წელს კი გუნდს მაღალი მიზნები ექნება.