ახლოს სასურველ ტრანსფერთან? - თურქული ფეხბურთის გრანდი ლობჟანიძით დაინტერესდა
ჰატაისპორის 27 წლის ქართველი ნახევარმცველის საბა ლობჟანიძის გადაბირებით გალათასარაი დაინტერესდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Focus Transfer Haber ავრცელებს და წერენ, რომ თურქული ფეხბურთის გრანდი მზადაა, კონკრეტული შეთავაზება საქართველოს ნაკრების შემტევის სანაცვლოდ იანვარშივე გააკეთოს.
საბა ლობჟანიძისთვის 2021/2022 წლის სეზონი ნამდვილად გამორჩეულია. ჰატაისპორის მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში ქართველმა შემტევმა 4-ჯერ გიატანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, ანუ 11 გოლი შექმნა.
მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ღირებულებამ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია. Transfermarkt-ის შეფასებით 27 წლის გარემარბი 3.7 მილიონი ევრო ღირს.
თურქული ფეხბურთის გრანდი გალათასარაი მიმდინარე სეზონში ვერ ბრწყინავს. 20 ტურის შემდეგ სუპერლიგაში 27 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.