ავტორიზაცია

პსჟ ჩელსიში ლუკაკუს სიტუაციას აკვირდება და მზადაა კოლოსალური თანხაც გადაიხადოს

პსჟ ჩელსიში ლუკაკუს სიტუაციას აკვირდება და მზადაა კოლოსალური თანხაც გადაიხადოს
თარიღი 09 Jan 2022, 22:58

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს სიტუაციას აკვირდება.

Mirror-ის ინფორმაციით, „პსჟ“ მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლუკაკუს ტრანსფერზე გააქტიურდეს, თუ კილიან მბაპე გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და უფასოდ წავა.

მეტიც, ზემოთხსენებული წყარო გვეუბნება, რომ პარიზული გუნდის ხელმძღვანელობა ლუკაკუს სანაცვლოდ 90 მილიონ ევროსაც კი არ დაინანებს და მზადაა ეს თანხა „ჩელსის“ შესთავაზოს.

ეს ინტერესი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც რამდენიმე დღის წინ ლუკაკუს იტალიურ პრესასთან ჩაწერილი ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ბელგიელმა თომას ტუხელით უკმაყოფილება და „ინტერიდან“ წასვლის სინანული ღიად გამოთქვა.

ამ რეზონანსული ინტერვიუს გამო ლუკაკუ „ტოტემჰემთან“ მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, შემდეგ კი საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია. 

რომელუ ლუკაკუ „ჩელსიში" „ინტერიდან" გასულ ზაფხულს 115 მლნ ევროდ გადავიდა.