ავტორიზაცია

9 მატჩის შემდეგ, შევჩენკო ჯენოაში უკვე გათავისუფლების წინაშე დგას

9 მატჩის შემდეგ, შევჩენკო ჯენოაში უკვე გათავისუფლების წინაშე დგას
თარიღი 10 იან 2022, 10:41

"ჯენოას" მთავარი მწვრთნელი, ანდრეი შევჩენკო შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლონ. Telenord.it-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა უკრაინელის დათხოვნის შესაძლებლობას განიხილავს.

"გრიფონების" მთავარი მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატი დავიდე ბალარდინია, რომელიც შევჩენკომ ამ თანამდებობაზე შეცვალა. ასევე, არ არის გამორიცხული როლანდო მარანი ვარიანტიც.

ის 2020 წელს გენუურ კლუბში მუშაობდა. Telenord-ის ავტორიტეტული ჟურნალისტი, ჯესი ადამოლი ამბობს, რომ შევჩენკო აუცილებლად დატოვებს გენუური კლუბის რიგებს.

შევჩენკოს დანიშვნის შემდეგ, "ჯენოამ" ცხრა მატჩი ჩაატარა ლიგაში, ექვსი მარცხი განიცადა და სამჯერ ფრედ ითამაშა. გენუელებმა ერთადერთი გამარჯვება მოიპოვეს იტალიის თასზე, დაამარცხეს "სალერნიტანა" (1:0).

9 იანვარს "ჯენოამ" შინ წააგო "სპეციასთან", რომელიც მიმდინარე სეზონში ასევე გადარჩენისთვის იბრძვის სერია ა-ში. შევჩენკო თამაშს კორონავირუსის გამო არ დასწრებია.