ავტორიზაცია

ტრაორეს პოზიცია ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ცნობილია

ტრაორეს პოზიცია ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ცნობილია
თარიღი 10 იან 2022, 22:02

"ბარსელონას" ყურადღება "ვულვერჰემპტონის" გარემარბმა, ადამა ტრაორემ მიიქცია. კატალონიელებს შეუძლიათ 25 წლის ფეხბურთელის შეძენა, თუ oსმან დემბელესთან კონტრაქტის განახლებას ვერ მოახერხებენ, იუწყება Diario Sport.

ტრანსფერს შესაძლოა ხელი შეუწყოს "ბარსას" კარგმა ურთიერთობამ ესპანელის აგენტთან, ხორხე მენდეშთან, ასევე თავად "ვულვერჰემპტონთან", რომელსაც "ბლაუგრანამ" მიყიდა მცველი ნელსონ სემედი და იჯარით ნახევარმცველი ფრანსისკო ტრინკაუ ათხოვა.

გარდა ამისა, ესპანურ კლუბში დაბრუნება სურს თავად ტრაორესაც. ის ურთიერთობს ხორდი ალბასთან, სერხიო ბუსკეტსთან, სერხი რობერტოსთან და ფერან ტორესთან.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" გარდა, ესპანელი გარემარბის სახელს საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ ლონდონის "ტოტენჰემს", რომელიც შეტევის გაძლიერებას ცდილობს.

ციფრები: რამდენით შემცირდა უმტიტის ხელფასი ბარსელონაში?