ავტორიზაცია

"ვლაჰოვიჩი კუმირად მხოლოდ ერთ ფეხბურთელს მიიჩნევს", - ფიორენტინას ყოფილი მოთამაშე

"ვლაჰოვიჩი კუმირად მხოლოდ ერთ ფეხბურთელს მიიჩნევს", - ფიორენტინას ყოფილი მოთამაშე
თარიღი 10 იან 2022, 22:21

ფლორენციის "ფიორენტინას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ფედერიკო სიმონტიმ დუშან ვლაჰოვიჩის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. იტალიელმა სერბის კუმირი დაასახელა:

"მაშინვე ვიცოდი, რომ ის დიდ მოთამაშედ გაიზრდებოდა. ყოველ ჯერზე, როცა სწორი პასს იღებდა, ის გოლს იტანდა. თანატოლებმა მისგან ისე ისწავლეს, როგორც უფროსისგან.

ის მათზე მაღლა დგას. ფიორენტინაში დუშანი ლიდერად იქცა. თანაგუნდელებისგან ბევრს ითხოვდა, მაგრამ არასდროს ყოფილა აგრესიული: ურჩევდა, უბიძგებდა, შთააგონებდა.

არასოდეს მინახავს ის გულგრილი. ის უკვე იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, რომ ავტორიტეტებს არ ცნობდა. ვლახოვიჩმა თქვა, რომ იბრა ერთადერთი იყო, ვისაც კუმირად ჩათვლიდა", - განაცხადა სიმონტიმ.