ხავი: "ამჟამად ლა ლიგის საუკეთესო გუნდს ვხვდებით, თუმცა რეალისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია"
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ესპანეთის სუპერთასის ეგიდით „რეალთან“ გასამართ კლასიკოზე ისაუბრა.
შეხვედრა ხვალ, 12 იანვარს, საუდის არაბეთში გაიმართება სუპერთასის ½-ფინალში.
„ჩვენთვის ეს იქნება გამოწვევა, ფინალში გასვლის და ტიტულის მოგებისთვის ბრძოლის შანსი. ეს შეხვედრა შეიძლება დასაყრდენ წერტილად გვექცეს. გვსურს, თავი კარგად გამოვიჩინოთ და დაცვაში კარგად ვითამაშოთ.
„რეალი“ შესანიშნავი ფორმაშია და თუ სატურნირო ცხრილით ვიმსჯელებთ, ამჟამად ესპანეთში საუკეთესოა.
კლასიკო არაპროგნოზირებადია და ჩვენ საკუთარი ძლიერი მხარეები უნდა გამოვიყენოთ და ვიბრძოლოთ. ვიცით, რომ მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია და ბოლომდე ვიბრძოლებთ.
მე ბევრი კლასიკოს მონაწილე ვიყავი. ფავორიტიც ვყოფილვარ და ვერ მომიგია და ასევე - პირიქით. „ბარსაში“ ცვლილებებია, ვცდილობთ ყველაფერი დავალაგოთ, „რეალი“ კი შესანიშნავ ფორმაშია.
თუმცა, ეს არაფერს არ ნიშნავს, თამაში მოულოდნელობებით არის სავსე და შევეცდებით, საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ, მეტოქეს საკუთარი სტილი მოვახვიოთ თავს. ეს ადვილი არ იქნება, რადგან მეტოქედ გვეყოლება გუნდი, რომელიც ლა ლიგაში ამჟამად საუკეთესო ფორმაშია.“ - აღნიშნა ხავიმ.