ავტორიზაცია

"ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოქტომბერში ვიყავით", - ბუსკეტსი რეალთან მატჩის წინ

"ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოქტომბერში ვიყავით", - ბუსკეტსი რეალთან მატჩის წინ
თარიღი 11 იან 2022, 22:54

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის "რეალთან" დაპირისპირების თაობაზე მოლოდინი გაიზიარა.

"ჩვენ სავსე ვართ ენთუზიაზმით, გვაქვს დიდი სურვილი, ვიბრძოლოთ ამ თასისთვის და მოვიგოთ იგი. ეს შეგვმატებს თავდაჯერებულობას სეზონის დარჩენილ პერიოდში.

ჩვენსა და მადრიდის რეალს შორის ჩემპიონატში სხვაობაა, მაგრამ სხვა კატეგორიის მატჩი გვექნება. მათ მოიგეს კამპ ნოუზე, მაგრამ იმ მატჩში ჩვენ მომენტებში შესანიშნავად გამოვიყურებოდით.

ფიზიკურად ახლა უკეთ ვართ მომზადებულები, ვიდრე ოქტომბერში. ზოგიერთი მოთამაშე შეიძლება იყოს უკეთეს მდგომარეობაში იმის გათვალისწინებით, რომ მათ კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვეძებოთ საბაბი.

ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი სტილის და შევქმნათ მომენტები. რაც შეეხება მადრიდის რეალთან ჩვენს წარუმატებელ სერიებს, ის მატჩის დაწყებისთანავე მიეცემა მივიწყებას.

იმედი მაქვს, ამ სერიას შევწყვეტთ, მაგრამ ეს ყველაფერი მოედნის მიღმა რჩება. მადრიდის რეალთან გამარჯვება, რა თქმა უნდა, ნდობას შეგმატებს და ფინალში გასვლის საშუალებას მოგვცემს.

ახლა სწორ გზაზე ვართ, გუნდი იხვეწება, კარგი შედეგები აქვს. კლასიკოში შანსები თანაბარია, როგორც არ უნდა ლიდერობდეს რეალი ლა ლიგის ცხრილში. არ მაინტერესებს, თუ რეალი ფავორიტად ჩაითვლება, ყველაფერი მოედანზე მოხდება", - განაცხადა ბუსკეტსმა.