ავტორიზაცია

ბარსელონამ დემბელეს დედლაინი დაუწესა - როდის გასცემს ფრანგი კლუბს საბოლოო პასუხს?

ბარსელონამ დემბელეს დედლაინი დაუწესა - როდის გასცემს ფრანგი კლუბს საბოლოო პასუხს?
თარიღი 11 იან 2022, 23:07

"ბარსელონას" სურს, რომ გარემარბმა ოსმან დემბელემ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მალე მიიღოს. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიურ კლუბს სურს, რომ ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტის შეთავაზებაზე საბოლოო პასუხი ამ კვირაში გასცეს.

"ბარსა" იმედოვნებს, რომ ფრანგის პასუხი დადებითი იქნება და შეთავაზების გაზრდას არ აპირებს. "ბარსას" მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტი შორს არის დემბელეს მიერ წამოყენებული მოთხოვნებისგან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი კლუბს წელიწადში 43 მილიონ ევროს სთხოვდა. 24 წლის მარჯვენა გარემარბმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დემბელეს სახელს ევროპული პრესა უკავშირებს არაერთ ევროპულ გრანდს, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს".