ავტორიზაცია

რას წერს ბელგიური პრესა ჩაკვეტაძის გენტიდან შესაძლო წასვლაზე?

რას წერს ბელგიური პრესა ჩაკვეტაძის გენტიდან შესაძლო წასვლაზე?
თარიღი 11 იან 2022, 23:33

Voetbalbelgie.be-მ "გენტის" სატრანსფერო ზამთარს სტატია მიუძღვნა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ლურჯების" შემადგენლობიდან წამსვლელებს შორის გიორგი ჩაკვეტაძეც მოიაზრება.

"ზამთარში გენტს ბაიო დატოვებს. სავარაუდო წამსვლელებს შორის კი ჩაკვეტაძე, დე ბრუინი, მბოიო, ლემაჯიჩი და ბეზუსი არიან. ერთი სიტყვით, კლუბში წმენდა იგეგმება.

არაა გამორიცხული, რომ გიორგი "ლურჯებიდან" სხვა გუნდში განათხოვრების წესით გადავიდეს. ასეთია თავად ფეხბურთელის თხოვნა კლუბის უფროსობასთან", - წერენ ბელგიელები.

შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ბელგიური გუნდის შემადგენლობაში 9 დეკემბრის შემდეგ არ გამოჩენილა. "ბუფალოებმა" ამ დროის მანძილზე 5 ოფიციალური მატჩი ჩაატარეს.

ჰეინ ვანჰეზებრუკის გუნდის შემადგენლობიდან ამოვარდნამდე, ახალგაზრდა ათიანმა მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში ჩაატარა 12 შეხვედრა, გაიტანა ერთი ბურთი და გააკეთა ოთხი ასისტი.